მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ახალი ტარიფი დაუდგინა

5e021b8885d35
თელარა გელანტია
24.12.19 18:05
891
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 24 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალ ტარიფზე, ხოლო თბოელექტროსადგურებისთვის - გარანტირებული სიმძლავრის საფასურების დადგენის თაობაზე.

ამის შესახებ სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალმა ტარიფმა შეადგინა 1,895 თეთრი/მ3-ზე. ტარიფი ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიას დადგენილი ჰქონდა ტარიფი 1,870 თეთრი/მ3-ის ოდენობით).

რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, მათთვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასური ძალაში იქნება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური განისაზღვრა 47,898 ლარით/დღეზე; (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი საფასური შეადგენდა 47,720 ლარს/დღეზე).

შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური შეადგენს 404,214 ლარს/დღეზე; (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი საფასური შეადგენდა 383,971 ლარს/დღეზე).

შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური განისაზღვრა 77,330 ლარით/დღეზე; (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი საფასური შეადგენდა 77,121 ლარს/დღეზე).

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური N3 ბლოკისთვის შეადგენს 25,159 ლარს/დღეზე; N4 ბლოკისთვის - 27,444 ლარს/დღეზე. (2019 წლის 31 დეკემბრამდე გარანტირებული სიმძლავრის საფასური N3 ბლოკისთვის განსაზღვრული იყო 20,006 ლარით/დღეზე, ხოლო N4 ბლოკისთვის - 21,811 ლარით/დღეზე)”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები