სემეკმა ტარიფების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ტარიფების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მარეგულირებელ კომისიას 150 დღე აქვს იმისთვის, რომ ტარიფები დაითვალოს. სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს არის ყოველწლიური, გეგმიური პროცედურა. დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციული წარმოება ტარიფების გაანგარიშების მიზნით შემდეგი კომპანიებისთვის დაიწყო: "ენერგო პრო ჯორჯიასა" და მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის; "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის", "მცხეთის წყლისთვის", "რუსთავის წყლისთვის" და ასევე GWP-ის საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესისთვის; "ენერგოტრანსისთვის", "ენგურჰესისთვის", თბოსადგური "ჯი ფაუერისთვის".