მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია 17 ნოემბერს დასრულდება

სემეკი
BM. GE
13.11.23 12:39
107

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება წყალმომარაგების მიმართულებით საინვესტიციო დაგეგმარებისა და რეგულირების პრინციპებს.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები.

კურსის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საკითხებზე:

  • წყალმომარაგების სექტორში აქტივების მართვის მოდულისა და მისი ძირითადი მიმართულებების, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის, საინვესტიციო პროექტების დაგეგმარების პრინციპები;
  • ძირითადი კანონები და კანონქვემდებარე აქტები, წყალმომარაგების სისტემების შემადგენლობა და ძირითადი მახასიათებლები;
  • წყალმომარაგების კომპანიები, წყალმომარაგების სისტემების შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი;
  • სასმელი წყლის დანაკარგების შეფასება და მათი აღმოფხვრა, სასმელი წყლის ხარისხი;
  • წყალმომარაგების ტარიფები და მათი ხელმისაწვდომობა.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: https://bit.ly/472DxIP

https://entc.ge/ka

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები