მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სემელე" - ახალი ლიქიორის ბრენდი ქართულ ბაზარზე

semele

ქართულ ბაზარზე ახალი ლიქიორის ბრენდი „სემელე“ გამოჩნდა. როგორც „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებლებმა, სალომე და ელისო უზუნაშვილებმა განაცხადეს, ბრენდის პრეზენტაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მალე ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

„სემელეს ლიქიორები გაყიდვაში მალე ჩაეშვება. პირველი პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, „ნინო მერის ღვინის სელექციაში“ გაიმართა, სადაც უკვე შესაძლებელია ჩვენი ლიქიორების შეძენა, მალე ხელმისაწვდომი იქნება სხვა ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებშიც,“ - აღნიშნა სალომე უზუნაშვილმა.

„სემელე“ ამ ეტაპისთვის 2 სახის ლიქიორს სთავაზობს მომხმარებლებს. ესენია: საფერავისა და მაყვლის და საფერავისა და ალუბლის ლიქიორები, სულ მალე ამ ჩამონათვალს დაემატება საფერავისა და ვარდის ლიქიორიც.

„ვიმედოვნებთ, რომ საფერავისა და ვარდის ლიქიორი დაახლოებით 2 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით 500 ბოთლი ლიქიორი დამზადდა და ვიმედოვნებთ, მოთხოვნა იქნება დიდი და შესაბამისად წარმადობაც გაიზრდება,“ - განაცხადა სალომე უზუნაშვილი.

როგორც ბრენდის დამფუძნებლები აღნიშნავენ, „სემელე“ იქმნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ თავში „მეორედ დაბადების“ ძალას ეძებს, ან უბრალოდ სჯერა სიყვარულისა და სასწაულების. „სემელე“ ლიქიორების ღირებულება საშუალოდ 45-50 ლარის ფარგლებში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები