მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენაკის მერიამ 30 000 ლარით დააფინანსა ერთ-ერთი ა(ა)იპ-ი, თუმცა მიზნები ბუნდოვანია - აუდიტი

620ff586b3939
თამთა ჯიჯავაძე
19.02.22 01:00
928
2019 წელს სენაკის მუნიციპალიტეტმა 30.0 ათასი ლარით დააფინანსა ა(ა)იპ − სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. თუმცა ბუნდოვანია რატომ. ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა აღნიშნულმა სუბიექტმა და, შედეგად, რა სარგებელი მიიღო თვითმმართველმა ერთეულმა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული 30.0 ათასი ლარის ხარჯის მიზანშეწონილობა ვერ დასაბუთდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს, ვალდებულების მიუხედავად, მისი საქმიანობა არ გაუკონტროლებია“, - წერს აუდიტი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ − სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია 2018 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს. „სუბიექტის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს სამეგრელოს რეგიონის იმიჯის ამაღლებას, ტურიზმის პოპულარიზაციას, რეგიონში უნიკალური ტურისტული პროდუქტების შემუშავებას და სხვ. მუნიციპალიტეტს, როგორც დამფუძნებელს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ა(ა)იპ-ის საქმიანობასა და მართვაში“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები