სენაკის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი საქმიანობის გაშუქებაში 10 000 ლარს დახარჯავს
თამუნა დემეტრაშვილი
25.02.18 12:17
• 994
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი საქმიანობის სატელევიზიო გაშუქებისათვის 10 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერი მედია-უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. ერთ წლიანი კონტრაქტი ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა 130 წუთი საეთერო დრო უნდა დაუთმოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტების და ღონისძიებების გაშუქებას, ასევე უზრუნველყოს ვიდეო გადაღება და მონტაჟიც.