მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობა იწყება

576d41cc628e3
BM.GE
24.06.16 18:20
3007
25 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება შპს. „შავი ზღვის ცემენტის“ ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას, რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
 
შეგახსენებთ, რომ სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, "ევრო 4" სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანას ჩინურ ჯგუფთან ერთად ცეზარ ჩოჩელის კომპანია აშენებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც „ქართუ ჯგუფის» დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს "ვესთ ჯორჯიან ბეიქერს“ ეწვევა.

აჭარის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა– გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის– "კასტელო მარე" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები