მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენაკში წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს - რა ღირს პროექტი?

წყალი

ტენდერი გამოცხადდა ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარზე მეტია, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

"ამ ეტაპზე, სენაკის მოსახლეობის მხოლოდ 30% სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს წყალი 18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზებულია წყლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციას საჭიროებს.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკის, სოფლებს - ნოსირს, შუა ნოსირს, მეორე ნოსირს, ახალსოფელს, საბესელიოს, საკილასონიოსა და საოდიშარიოს მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს", - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამმინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები