აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, კომიტეტის წევრები ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორები აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია საქართველოს ანტი-კორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რაც TI საქართველოსა და "აირჩიე ევროპასთვის" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი" მიენიჭა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „აირჩიე ევროპას“ მიენიჭოს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი“. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ამზადებენ სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში მოახლოებული არჩევნების წინ, მაგრამ თავად არ არიან მონაწილეები საარჩევნო კონკურსში. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი და არ წარმოადგენენ საარჩევნო სუბიექტებს.
არაკეთილსინდისიერია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ისჯება მისი ბოლო სიტყვით გამოსვლის გამო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 12 სექტემბერს მოსმენაზე, რომელიც შედგა საკითხზე „ანტი NGO კანონები მსოფლიოს გარშემო და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“, რომელიც შეეხება მთავრობების მიერ ბოროტი განზრახვით მიღებულ იმ კანონებს, რომლებიც დამოუკიდებელი ხმების დასჯას ისახავს მიზნად,"- ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.