მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სენატორი რიში: იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას არ დაუჭერს მხარს

621e61f9ddaf8
თამთა ჯიჯავაძე
01.03.22 22:10
720
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია იმ ფაქტით რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ სენატორი „ტვიტერზე“ წერს.

„14 წლის წინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიო ჩვენი მეგობრების გვერდით დადგა თბილისში. ახლა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას არ დაუჭერს მხარს უკრაინას. მე ვთხოვ მათ, იპოვონ გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოავლინეს“, - წერს რიში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები