მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

sensor.ge-ის გუნდმა სენსორული ღილაკი შექმნა, რომლის გამოყენებისთვისაც უშუალო შეხება საჭირო არაა

5f72e70261702
ლიკა გურაბანიძე
29.09.20 22:00
1075

sensor.ge-ის გუნდმა, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულია, სისტემა შექმნა, რომელიც ზედაპირებთან შეხების საჭიროებას საერთოდ გამორიცხავს. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით. სარგებლობისთვის საკმარისი იქნება, რომ მომხმარებელმა ხელი ღილაკთან 0.5-დან 3 სმ-მდე მანძილზე მიიტანოს და ის თავის ფუნქციას შეასრულებს.

sensor.ge-ს ინოვაციური პროდუქტის შესახებ sensor.ge-ს ინვენტორმა “საქმიან დილაში” ისაუბრა. როგოროც ლევან ჩიტიძე განმარტავს, შექმნილი სისტემა, ზედაპირებზე შეხებას გამორიცხავს.

“მაგალითისთვის, სენსორული ღილაკის მიბმა შესაძლებელია ლიფტებზე. ჩვენი პირველი პროდუქტი პირველად ინდოეთში გავიტანეთ. იქ წარმომადგენლობა გვყავს და მათ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები იციან. ამ პროდუქციამ ინდოეთის ბაზარზე დიდი მოთხოვნა გვიჩვენა. ჩვენ ძირითად კონკურენციას სწორედ ინდოელები გვიწევენ და მსგავსი პროდუქცია მათაც შექმნეს.

პროდუქტის 60%-ი ჩამოდის, ხოლო 40%-ი კომპანიის მიერ იქმნება.” - განმარტა ჩიტიძემ.

sensor.ge-ს ინვენტორის თქმითვე, ამჟამად სენსორული ღილაკის ექსპორტზე გატანის მიმართულებით მოლაპარაკებები თურქეთთან (საცდელი ნიმუში გაგზავნილია) და გერმანიასთან (ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან) მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები