მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენტა: "ზოგიერთი ნავთობკომპანია მაღალი მოგების მარჟით მუშაობს"

5be12fae8a4ab
ელენე გოგბერაშვილი
06.11.18 10:00
939
„ზოგიერთი ნავთობკომპანია მაღალი მოგების მარჟით მუშაობს“-ამის შესახებ bm.ge-თან „სენტას“ გენერალური დირექტორი აცხადებს.
სწორედ ამით ხნის ზაალ იაკობიძე საწვავის ფასებს შორის იმ განსხვავებას, რაც მომხმარებელს სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ხვდება. იაკობიძე აცხადებს, რომ საწვავის ფასს მასზე მოქმედი ფაქტორების (ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი და ლარის გაცვლითი კურსი) გარდა სწორედ კომპანიების მოგების მაღალი მარჟა განაპირობებს.

„ხარჯები დაახლოებით თანაბარია, ვერ ვიტყვი რომ რომელიმე კომპანიას იაფი აქვს თვითღირებულება ან სხვა კომპანიას რამით განსხვავებული. არა, ეს არ არის ძალიან დიდი განსხვავება ხარჯების კუთხით. ზოგიერთი კომპანია მუშაობს მოგების მაღალ მარჟაზე და სხვა კომპანიები კმაყოფილდებიან უფრო დაბალი მარჟით.
ძალიან მიკვირს, რომ არ არის ადამიანი, რომელიც იტყვისრა ჯდება საწვავი, რა არის მისი თვითღირებულება, რომ დაითვალოს მარჟა“-აცხადებს ზაალ იაკობიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები