მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება - რამდენი სკოლა აშენდება/რეაბილიტირდება წელს?

სასწავლო წელი
16.09.24 10:58
277

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა და განახლებული შენობა დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

1100 მოსწავლეზე გათვლილი თბილისი 160-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. რეაბილიტირდა ფასადი, სახურავი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. პროექტის ფარგლებში დასრულდა გათბობის, წყალ-საკანალიზაციო, ელექტრო გაყვანილობის სისტემა.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტით მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად 28 147 მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გარემოში გააგრძელებს.

ამასთან, 2024 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა 15 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტირებაზე და 23 სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე.

მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

2024-2025 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები