მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ელექტროენერგიის მოთხოვნის 85.9% ადგილობრივი გენერაციით დაკმაყოფილდა

5be2a2ce26e7d
BM.GE
07.11.18 21:00
723
G&T ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ადგილობრივი გენერაციის ზრდა ძირითადად თბოსადგურების (+49.5% წ/წ) და ენგურ-ვარდნილის გარდა სხვა ჰესების (+9.5% წ/წ) გენერაციის ზრდამ განაპირობა. ენგურ-ვარდნილის ჯამური გამომუშავება წლიურად 12.4%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება ელექტროენერგიის მოხმარების დაგეგმილთან შედარებით დაბალი დონით აიხსნება.

ელექტროენერგიის მოთხოვნის 14.1% იმპორტით დაკმაყოფილდა. იმპორტის 96.6% განხორციელდა რუსეთიდან, ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანიდან. 2018 წლის სექტემბერში ელექტროენერგიის ერთადერთი იმპორტიორი იყო ესკო. ესკომ აგვისტოში ჩატარებული ტენდერით აარჩია საიმპორტო ქვეყანა (რუსეთი) და პარტნიორი კომპანია (ინტერ-რაო ეს).

2018 წლის სექტემბერში გარანტირებული სიმძლავრის საფასური წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 0.68 აშშ ცენტი შეადგინა. სარემონტო სამუშაოები ხორციელდებოდა მხოლოდ მტკვარი ენერგიის მე-9 ბლოკზე (მხოლოდ 12 დღით); გარდაბნის თბოსადგური მუშაობდა სრული სიმძლავრით მთელი თვის განმავლობაში; ხოლო სხვა დანარჩენი თბოსადგურები წარმოადგენდნენ სისტემისთვის ძირითადი რეზერვის წყაროს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები