მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა

5be2a26ede860
BM.GE
07.11.18 12:36
559
2018 წლის სექტემბერში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, რაც 4.9%-ით ნაკლებია დაგეგმილ მაჩვენებელზე. G&T ინფორმაციით, მოხმარების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს კვალიფიციურმა საწარმოებმა (4.2 პპ) და ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებმა (1.3 პპ). თელასის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა და ჯამური მოხმარების ზრდა შეანელა 2 პროცენტული პუნქტით. ელექტროენერგიის მოხმარება დაგეგმილთან შედარებით დაბალი იყო მომხმარებლების ყველა ჯგუფისთვის. ჯამურად, 2018 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიური 7.3%-ითაა გაზრდილი. პირდაპირი მომხმარებლების მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 31.9%-ით გაიზარდა, რაც მაისში ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე პირდაპირი მომხმარებლების ჯგუფში ახალი კომპანიების დამატებამ გამოიწვია. დისტრიბუციის ლიცენზიანტების მოხმარება წლიურად 1.0% შემცირდა, რაც ზემოთაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებს უკავშირდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიზეზებით გამოწვეული კლება სადისტრიბუციო ქსელებში ნაწილობრივ დააკომპენსირეს ახალმა კომერციულმა და სამომხმარებლო აბონენტებმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები