მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში 23.3%-ით შემცირდა

5811d3aabef1c
BM.GE
27.10.16 14:15
1208
სექტემბერში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში 23.3%-ით შემცირდა და 4.4 აშშ ცენტი შეადგინა კვტ/სთზე. საბაზრო ფასები თურქეთშიც შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (-11.7% წ/წ) და კვტ/სთ-ზე 4.9 აშშ ცენტი შეადგინა, უკვე საკმაოდ დაბალი ბაზიდან 2015 წლის სექტემბერში (-26.8% წ/წ). 2016 წლის სექტემბერში საბალანსო ბაზარზე მთლიანი ელექტროენერგიის 11.9% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა.

G&T-ის ინფორმაციით, შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება 2016 წლის სექტემბერში დიდწილად საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიით მოხდა და იმპორტმა ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მხოლოდ 3.0% შეადგინა. შიდა წარმოება წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, აქედან რეგულირებული ჰეს-ების წარმოება გაიზარდა 28.1%-ით და მთლიანი ჰიდროგენერაციის 88.4% შეადგინა. ენგურის და ვარდნილის გამომუშავება გაზრდილია 34.4%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დერეგულირებული ჰეს-ების კი 10.2%-ით. თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შემცირდა 40.6%-ით წინა წლის სექტემბერთან შედარებით, რადგან საკმარისი  მოცულობის ჰიდროგენერაცია იყო ქსელში. გარანტირებული სიმძლავრე ქსელს შესაბამისი სტატუსის მქონე ხუთივე წყარომ მიაწოდა მთელი თვის განმავლობაში, გარდა ჯი-ფაურეისა (11 დღე რეზერვში) და გარდაბნის თბოსადგურისა (26 დღე რეზერვში). გარანტირებული სიმძლავრის საფასური თითქმის გაოთხმაგებულია (3.6x) წინა წლის სექტემბერთან შედარებით და 19.3%-ით არის გაზრდილი წინა თვესთან  შედარებით (0.84 აშშ ცენტი კვტ/სთზე). ელექტროენერგიის იმპორტი 2016 წლის სექტემბერში 46.8%-ით შემცირდა. იმპორტირებული  ელექტროენერგიის 100% აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები