მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში კონსორციუმი მთავრობას ტვირთბრუნვის დასაზღვევად ალტერნატიულ წინადადებას წარუდგენს

5d555f5cbc539
ელენე გოგბერაშვილი
15.08.19 17:31
732
რა იქნება ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის ახალი მექანიზმი, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტუიტუტები ითხოვენ პროექტის დასაფინანსებლად, ამაზე კონსორციუმი ალტერნატიულ წინადადებას სექტემბერში წარადგენს.

როგორც კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, მათ მიერ მომზადებული ალტერანტიული წინადადება არ გამორიცხავს მასში სახელმწიფოს მონაწილეობას, თუმცა ის გაცილებით დაბალანსებულია, ვიდრე ის წინადადება, რაც თავდაპირველად იყო წარდგენილი საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.

„ჩვენ გვაქვს შემუშავებული ალტერნატივა, რომლის დეტალებზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ. ალტერნატივაზე ღიად ვისაუბრებ სექტემბერში.

ეს ალტერნატივა ასევე მოიცავს მთავრობის მონაწილეობას, მაგრამ ის არ არის ის წინადადება, რომელიც პირველად იყო წარდგენილი ბანკების მიერ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალტერნატივა არის ძალიან დაბალანსებული, გაცილებით ნაკლებ მონაწილეობაზეა საუბარი მთავობის მხრიდან.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ მთავრობას ამ ალეტრნატივის სისწორეში და საჭირობაში, რომ პროექტი წავწიოთ წინ“-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები