მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა - მიზეზი

მშენებლობა
BM. GE
06.11.23 11:20
93

2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები