სექტემბერში OPEC-ის წევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი რეკორდულ დონემდე გაიზარდა ლიბიასა და ნიგერიაში ნავთობის წარმოების განახლების ფონზე.
გასულ თვეს აღნიშნულ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება დღეში 170 000 ბარელით გაიზარდა და 33,75 მლნ ბარელს მიაღწია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიგერიასა და ლიბიაში ნავთობის მოპოვება სექტემბერში საშუალოდ დღეში 190 000 ბარელამდე გაიზარდა: ნიგერიაში ნავთობის საშუალო დღიურმა წარმოებამ 1.5 მილიონი ბარელი შეადგინა, ხოლო ლიბიაში 340 000 ბარელი ( ოქტომბრის ბოლოს კი 600 000 ბარელამდე გაზრდას ვარაუდობენ). ირანმა ნავთობის წარმოება დღეში 10 000 ბარელით 3.63 მლნ ბარელამდე გაზარდა.
ამავე დროს, საუდის არაბეთსა და ანგოლაში ნავთობის წარმოების უმნიშვნელო შემცირება დაფიქსირდა: 60 000 ბარელიდან 40 000 ბარელამდე.

























