მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში „ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა - TI

ქართული ოცნება

სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს.

TI-ის ინფორმაციით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საგულისხმოა, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე - monitoring.acb.gov.ge - „ქართული ოცნების“ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია ორი თვის დაგვიანებით გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც სხვა პარტიების მონაცემები სექტემბერ-ოქტომბერში რეგულარულად ქვეყნდებოდა. „ქართული ოცნების” შემომწირველთა ოქტომბრის მონაცემები კვლავ დამალული რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები