სექტემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 241.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
BM.GE
31.10.18 17:01
• 545
სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 241.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა ერთი მხრივ სავალუტო აუქციონმა, მეორე მხრივ სარეზერვო მოთხოვნებთან დაკავშირებულმა ცვლილებამ, რომლის შედეგად დაახლოებით 265 მლნ აშშ დოლარით შეივსო რეზერვები. საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით მოქმედებდა ასევე ხაზინასთან განხორციელებული ოპერაციები.