მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,2 პროცენტით გაიზარდა

57ff8be30e924
BM.GE
13.10.16 17:24
1284
016 წლის სექტემბერში 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 0,2 პროცენტით. 2015 წლის სექტემბერთან შედარებით ინდექსი შემცირდა 1,9 პროცენტით, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით დაფიქსირდა ინდექსის 22,1 პროცენტით ზრდა.

2016 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (1,2 პროცენტი), ხოლო ფასები შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-2,2 პროცენტი).

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა 0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 4,1 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -3,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების კლება დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-13,1 პროცენტი) და ქიმიური წარმოების (-17,7 პროცენტი) ქვესექციებზე;

• ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 13,7 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 1,79 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები