საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის სექტემბერში 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.5 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 7.3 პროცენტს შეადგენს. ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა 15.0 პროცენტამდე. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.8 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 10.8 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა 7.9 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.1 პროცენტული პუნქტით 6.2 პროცენტამდე გაიზარდა. წინა წლის სექტემბერთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი - 1.0 პროცენტული პუნქტით.