მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, სექტემბერში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.5%-ით არის გაზრდილი. კონკრეტული სექტორებიდან მატება ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა დამმუშავებელი მრეწველობისა და ადმინისტრაციული მომსახურებების სექტორისა.

"2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში,"- წერს საქსტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები