მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 13,1%-ით გაიზარდა და $100,2 მილიონი შეადგინა

57ff3bebbe81f
BM.GE
13.10.16 11:44
1408
სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 231.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.1 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნიული ტრადიციულად რუსეთზე მოდის და 34.9 მილიონს შეადგენს. 12.2 მილინი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 12.2$-ით გაიზარდა.

10.8 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა საბერძნეთიდან და მისი წილი მთლიან მოცულობაში 10,8%-ია.

10 მილიონი შეადგინა ფულადმა გზავნილებმა იტალიიდანაც.

2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მლნ აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.8 მლნ აშშ დოლარისა (33.1 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები