მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში, სურსათზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი ₾17-მდე გაიზარდა - TBC კაპიტალი

სურსათის ფასები

თიბისი კაპიტალის მომხმარებელთა დანახარჯების სექტემბრის მიმოხილვის მიხედვით, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 18%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.

„სექტემბერში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის სექტემბერში“, - აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში.

ამავე თვეში, რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, შესაბამისად, 83% და 17% შეადგინა .

ამასთან, ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი კვლავ სურსათს უკავია.

სექტემბერში, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე დანახარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 16%-ს გაუტოლდა.

ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 23%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. 2024 წლის სექტემბერში ეს თანხა 16 ლარს შეადგენდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 12%-ია.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სექტემბერში, ჯამური დანახარჯების 63% სამომხმარებლო საქონელზე მოდის.

ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე, შესაბამისად, 63% და 37% შეადგინა .

თიბისი ბანკის არხებით სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 42%-იანი წილი დაიკავა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები