მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სექტემბერში თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ექნება"

5b07df0007621
მეგი კავთუაშვილი
25.05.18 14:20
1297
თბილისში მგზავრთა ნაკადების კვლევითი სამუშაოები 15 სექტემბერს მთავრდება, რის შემდეგაც მონაცემებს ფრანგი სპეცილისტები დაამუშავებენ. ინფორაციის წყარო „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელია, რომელმაც „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციის პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ასმათ აბესაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ახალი სამარშუტო სქემა დაიდება.

„თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციის პროექტი, მე ასე ვიტყოდი ოპტიმიზაციის პროექტია. პროექტის ფარგლებში დაიდება ახალი სამარშუტო სქემა. გაბილეთიანების ერთიანი სისტემის შემუშავება, რაშიც მიკროავტობუსებიც ჩაერთვებიან. ჩვენ თბილისის მერიას მივაწვდით ინფორმაციას, მოძრავი შემადგენლობის შესახებ, კონკრეტულად, რა ტევადობის სატრანსპორტო საშუალება დასჭირდება ქალაქს, რომ მაქსიმალურად კომფორტუალდ მოემსახუროს თბილისელ და თბილისის სტუმარ მგზავრებს. ჩვენი პროექტის უპირველესი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს პრესტიჟული და კომფორტული“, - განაცხადა „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ.

მასშტაბურ კვლევას „სპექტრუმ კონსალტინგი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები