მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში თბილისში ბინის ქირა 10%-ით გაიაფდა - თიბისი კაპიტალი

Galt & Taggart

სექტემბერში თბილისში ბინის ქირა 10%-ით შემცირდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერია.

როგორც თიბისი კაპიტალი წერს, 1 კვ.მ-ზე გასაქირავებელი ფასმა სექტემბერში 10.2 დოლარი შეადგინა, ამონაგები კი წლიურ ჭრილში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.5%-ზე შენარჩუნდა.

რაც შეეხება ბინების გასაყიდ ფასს, როგორც თიბისი კაპიტალი წერს, 2025 წლის სექტემბერში, გასაყიდი ფასი გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 1284 დოლარს გაუტოლდა. ხოლო წინა თვესთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა.

ამასთან, თიბისი კაპიტალის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3900-მდე ბინა გაიყიდა. თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გასულ თვეს, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13%-ით გაიზარდა და 3 869-ს გაუტოლდა. ბაზრის მოცულობამ $319 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა.

როგორც თიბისი კაპიტალი წერს, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ განაპირობა გასული თვის დასვენების დღეებმა, რომლის შედეგად გადადებული ოფიციალური რეგისტრაციები სექტემბერში აისახა.

ამასთან, 2025 წლის 9 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბინების ტიპებს, სექტემბერში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობა 16%-ით შემცირდა 2024 წლის სექტემბერთან შედარებით და 611 ბინა შეადგინა, ხოლო გაყიდული ძველი ბინების რაოდენობა 3258-ს გაუტოლდა და 21%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში შემცირდა 16%-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები