მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში თუ ავედით 800-900 ათას აცრაზე, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში - გამყრელიძე

61225b37c4618
BM.GE
22.08.21 18:09
4208
აგვისტოში სერიოზულად გაზრდილია აცრების რაოდენობა, ივლისთან შედარებით სამჯერ. დღიური მაჩვენებელი დღეს გვაქვს 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში და ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 24 000-ზე მეტი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა თვეებში იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცული. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 600 000-650 000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 800 000-900 000 და რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზებთ ისე რომ, შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: 1TV.GE

საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 10% ჰყავს ვაქცინირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები