მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში Wifi იქნება

5b71a274588a4
ნინი ლონგურაშვილი
13.08.18 19:19
767
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტერნეტის გაყვანის სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

Wifi-ის გაყვანის სამუშაოები ბაღში, დაახლოებით, 2 თვის წინ დაიწყო და სექტემბრის ბოლოსთვის ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებელი უფასო ინტერნეტით სარგებლობას შეძლებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ივნისში ბაღში დავიწყეთ მერქნიანი ხე-მცენარეების, ბალახოვნებისა და ყვავილების ეტიკეტირება. ბაღის ისტორიაში, მსგავსი, მასშტაბური ეტიკეტირება პირველია და მისი მიზანი იყო, რომ ტურისტული სეზონს, ბოტანიკური ბაღი განახლებული საინფორმაციო ეტიკეტებით შეხვედროდა“, განუცხადა BMG - ბათუმის ბოტანიკური თანამშრომელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები