მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სექტემბრიდან განათლების სისტემაში ამოქმედდება ერთიანი სტანდარტი"

5b28a25bee1a0
BM.GE
19.06.18 10:25
509
„2018 წლის სექტემბრიდან განათლების სისტემაში ამოქმედდება ერთიანი სტანდარტი. ხოლო სკოლამდელ დაწესებულებებში ბრუნდება განათლების კომპონენტი. განათლების ხარიხი განისაზღვრება მასწავლებლების კომპეტენციის და სახელმძღვანელოების ხარისხით“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, სადაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამასთან „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (სამთავრობო პროგრამა 2018-2020წ.)“ წარადგენენ.

მიხეილ ჩხენკელმა რამდენიმე თვის წინ წარდგენილი სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლებში გაიზრდება ტექნოლოგიების მოხმარება, სოფლის სკოლები გადაიქცევა თემის საგანმანათლებლო ცენტრად. გაძლიერდება ინკლუზიური სწავლება. გაგრძელდება სკოლის შენობების რეაბილიტაცია. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამჟამად 27 ახალი სკოლა შენდება, ხოლო 152 -ში რეაბილიტაცია მიმდინაორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები