მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტორები, რომლებიც საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარები იქნებიან

5c6a82932adf4
ელენე გოგბერაშვილი
18.02.19 14:00
1313
მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ძალაში 1 აპრილიდან შედის, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.

პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე განმარტავს, რომ ეს შეეხება ყველა იმ სექტორს, რომელსაც მოიცავს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს მიენიჭებათ, თუმცა პროექტის ბენეფიციარი არამხოლოდ ინდუსტრიულ სექტორში მოღვაწე კომპანია შეიძლება იყოს, არამედ ეს შეეხება მომსახურების სერვისებსაც, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და სხვა მაღალი სტანდარტის სერვისზე ორინეტირებული ბიზნესები.

„სესხის ოდენობა იქნება 50 000 დან 2 000 000 ლარამდე და ეს იქნება გათვლილი მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე. ეს იგივე სექტორები იქნება ძირითადად, რაც უკვე „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებშია, დაემატება უკვე სერვისები, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ დიდი პოტენციალია არამხოლოდ იმაში, რომ აიღონ სესხი და მოემსახურონ ადგილობრივ ბაზარს, არამედ ასევე მოხდეს სერვისების ექსპორტი“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები