ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მესამე კვარტალში საქართველოში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა. ამ მიმართულებით ჩადებულმა ინვესტიციებმა 140 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30 პროცენტია.
მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 69 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 62 მლნ. აშშ დოლარით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 2016 წლის III კვარტალში 59 პროცენტი შეადგინა.

























