მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სექტორი I კვარტალში საშუალოდ 15%-ით გაიზარდა" - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

სათამაშო ბიზნესი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს სექტორს დადებითი შედეგები აქვს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პირველ კვარტალში საშუალო ზრდა 15% იყო.

ის აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მომხმარებლების გარდა, ზრდაში კონტრიბუცია უცხოელებმაც შეიტანეს.

"სექტორი პირველი კვარტალის მონაცემებით საშუალოდ გაიზარდა სადღაც 15%-ით, ეს საკმაოდ დადებითია. აქ მინდა აღვნიშნო ის, რომ სექტორის ზრდა მოხდა არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, არამედ უცხოელი მომხმარებლების ხარჯზე. შესაბამისად, 2024 წლის დეკემბერში რა ცვლილებაც შემოვიდა, რომ თუ გაქვს ადგილობრივი ლიცენზია ასევე შეგიძლია იმუშაო უცხოელ მომხმარებელზე, საკმაოდ დადებითად აისახა ბიზნესზე და მომავალში ვთვლი, რომ ეს საკმაოდ კარგი იქნება არა მარტო ბიზნესისთვის არამედ სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ შემოვა დამატებითი გადასახადები და ასე შემდეგ",- ამბობს გიორგი მამულაიშვილი.

ის სექტორისთვის მთავარ გამოწვევად არალეგალურ ოპერატორებს ასახელებს და აღნიშნავს, სწორედ ამ საკითხის გადაჭრა წაახალისებს შემდგომ განვითარებას.

"თუ არ მოხდება რადიკალური ცვლილებები და შეზღუდვები არალეგალური ოპერატორების, რომელიც მართლა რეალურ პრობლემას ქმნის და აქ არ არის პატარა თანხებზე საუბარი, რაც დღეს გაედინება სახელმწიფოდან, ადგილობრივ ბიზნესს გაუჭირდება საკმაოდ კონკურენციის წარმართვა არალეგალური კომპანიების მიმართ. შესაბამისად თუ ეს ცვლილებები მოხდება, ბიზნესი კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი იქნება, რომლებიც ასე ვთქვათ დაბრუნდება საქართველოს ბაზარზე და ასევე, საქართველოს ოპერატორებს, რომლებსაც გააჩნიათ ადგილობრივი ლიცენზია, საშუალება ექნება, რომ მეტი რესურსი დახარჯოს უცხოელი მომხმარებლების მოზიდვისთვის. ეს სოციალური ფონისთვისაც კარგია, ბიზნესისთვისაც კარგია და პირველ რიგში სახელმწიფო მიიღებს მეტ სარგებელს გადასახადების სახით", - განაცხადა მამულაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები