როგორც აღმოჩნდა საბანკო რეგულაციების გადავადებაზე ინფორმაცია bm.ge-ს უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე საბანკო სექტორს, თუმცა როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ყოველთვის ჰქონდათ მოლოდინი, რომ რეგულაციების არსებული რედაქცია შეიცვლებოდა.
საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება. მასში საუბარია ცალკეული პუნქტებისა და მუხლების ტექნიკურ დაზუსტებებზე და გამარტვებაზე, თუმცა კონკრეტულად რა იცვლება განახებულ სამუშაო ვერსიაში ცენტრალური ბანკის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
საბანკო ასოციაციას ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი რა ტექნიკური საკითხები დაზუსტდება დოკუმენტში და რა მუხლები გამარტივდება. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მათ ჯერ ცენტრალურ ბანკთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„იმდენად ვრცელი დოკუმენტი არის ეს და იმდენ კომპონენტს შეიცავს თავის არსში ანუ იმდენი რაღაც შეიცვლება იმ ვერსიით, რა ვერსიაზეც ახლა ვსაუბრობთ, რომ ვერც ვიტყვი რა მიმართუებით გამარტივებაზე შეიძლება იყოს საუბარი. რომ დავიწყო ახსნა, რა არის კოსმეტიკური ცვლილებები და რა არის ამ დებულებაში კომპლექსური ცვლლება, რა შეიძლება იყოს და რა ეტაპებად უნდა ჩაიშალოს, ეს უბრალოდ დღეს არ გვაქვს. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, რომ გადავადდა, ზუსტად იგივე რეჟიმში ვართ. ძალიან ცხელია ეს ინფორმაცია. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მოლოდინები არის ის, რომ გაგრძელდება დისკუსია. გადავადების წინაპირობა სავარაუდოდ ეს არის. მისი რეალიზაცია იმპლემენტაციისთვისაც იქნება გარკვეული ვადა მოცემული. ჩვენი განცხადება ყველა ეტაპზე არის ის, რომ იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იყო ეს დებულება გამოქვეყნებული, არ უნდა შესულიყო ძალაში და ვითხოვდით მის შეჩერებას. რაზე იქნება საუბარი, რა ცვლილებებზე იქნება საუბარი, ცოტა ადრეა კომენტარის გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვქონია კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით“-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.