მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერბეთმა კოსოვოს საავტომობილო ნომრები აღიარა

კოსოვო-სერბეთი ნომრები

სერბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავტომობილები, რომლებიც კოსოვური საავტომობილო ნომრებით გადაადგილდებიან, ამიერიდან, სერბეთის ტერიტორიაზე მოძრაობას დაბრკოლებების გარეშე შეძლებენ, მაგრამ, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს.

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ტერიტორიულ ერთეულებს შორის საავტომობილო მიმოსვლა გართულდა, რადგან სერბეთი კოსოვოს დროშის დამალვას მოითხოვდა, კოსოვო კი - სერბეთისა, ანუ ისინი ერთმანეთის ეროვნულ სიმბოლიკას არ აღიარებდნენ.

სერბეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ევროკომისიაშიც გამოეხმაურნენ, სადაც ის დადებით მოვლენად და სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. თუმცა კოსოვო, როგორც ჩანს, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს, რადგან პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განცხადებით, საავტომობილო ნომრებზე “სტიკერების” დაკვრის პოლიტიკას კოსოვო მხოლოდ მას შემდეგ გააუქმებს, რაც სერბეთი მის დამოუკიდებლობას აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები