სერბეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, ამ დრომდე მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაზარალდა 30 მოქალაქე, რომელთაგან ორიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამასთან, მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ორი მგზავრის ამოყვანაზე.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ინციდენტის ადგილას 80 მაშველია მობილიზებული.
2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს რადიო ეთერით მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.
სადგური, რომლის ჭერიც ჩამოინგრა, 2021 წელსაა გარემონტებული. მას შემდეგ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობდა, 5 ივლისს კი სადგური ოფიციალურად გაიხსნა.