მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერგეენკო GIG-ის შეთავაზებაზე: იგულისხმებოდა, მადლობელი იყავით, რასაც ვაკეთებთო - ასე სახელმწიფოს არ ელაპარაკებიან

5b6171ea80d7c
თელარა გელანტია
01.08.18 13:00
1078
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს განცხადებით, GIG-ის შეთავაზებას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გაანალიზებენ.

ასე უპასუხა სერგეენკომ BM.ge-ის კითხვას - დაიწყეს თუ არა მთავრობაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შეთავაზების გაანალიზება, რომლის თანახმად, დახარჯული მილიონების მიუხედავად „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა, ამიტომ GIG მზადაა, კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

“ რაც შეეხება კომპანიის ამ ნაბიჯს, რამდენიმე თვის წინ სამმხრივ კომისიაზე იყო მისი (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის) მენეჯმენტი მოსული და ჩემთვის გაუგებარი განცხადება გააკეთეს, რომ იცით რა, ჩვენთვის მაინც წამგებიანია და... ნუ იგულისხმებოდა, რომ მადლობელი იყავით, რასაც ვაკეთებთო - ასე სახელმწიფოს არ ელაპარაკებიან და ვფიქრობ, რომ ამ შემოთავაზებას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გაანალიზებენ“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის ტყიბულში არსებული 25-ბე შახტი დალუქულია. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა.

ამ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები