მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერგეენკო: კლინიკებმა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უკან უნდა დააბრუნონ"

5c7e48666d97e
ელენე გოგბერაშვილი
05.03.19 13:56
1255
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კლინიკებისთვის დაკისრებულ მილიონობით ლარზე კომენტარს აკეთებს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ სამედიცინო კლინიკებს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 13 მილიონ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ "კომერსანტმა" დაწერა. 

ჯამში, საუბარია 159 სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელთა შორის მოხვდნენ - „ავერსისა“ და "პსპ"-ს მიერ დაფუძნებული კლინიკა „მედალფა“ და „მედკაპიტალი“, ასევე სანქციები შეეხო „ჯეოჰოსპიტალსაც“.

იმისათვის, რომ კლინიკამ შესაბამისი დაფინანსება მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ყველა სავალდებულო დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ მოქალაქეს ნამდვილად ჩაუტარდა აღრიცხული გამოკვლევა თუ მკურნალობა.

არსებული ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, კლინიკები პაციენტებს დამატებით, ხშირად არასაჭირო მომსახურებებს უფორმებდნენ და ბიუჯეტიდან თანხებს ამ გზით იღებდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს თანხა არ არის ჯარიმა და ეს არის არასწორად მიღებული თანხა ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა ბიუჯეტში უკან უნდა დააბრუნონ.
„2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო სანქციები გაემკაცრებინა პირველად დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, ვიხდით ანაზღაურებას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ეს აცულებლობა გამოიწვია იმან, რომ მაშინ ხდებოდა დიდი რაოდენობის ყალბი დოკუმენტების მოწოდება. მონაცემებს გვაძლევდნენ საარჩევნო სიიდან, სატელეფონო ცნობარებიდან და ამაში ითხოვდნენ თანხას. მაშინ ეს სანქციები გამკაცრდა. მონიტრონგი მიდის ისე, როგორც მიდიოდა, სამწუხაროდ, ზოგმა დაწსებულებამ ვერ მოახდინა ადექვატური რეაგირება, რომ მოეწესრიგებინათ, ამიტომ მათ წინააღმდეგ ამუშავდა 2014 წელს შემოღებული სანქციები. ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობით ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ერთი თვის წინ ეს საკითხი და საჯარიმო ნაწილი მოეხსნათ ამ დაწესებულებებს, თუმცა ბიუჯეტიდან არასწორად მიღებული თანხა უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები