მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სერგეენკოს დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში"

5d08b23a0a7c9
ლიკა გურაბანიძე
18.06.19 13:40
969

"მას დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში"- ასე აფასებს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დავით სერგეენკოს საქმიანობას. 

„მას დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში. მაგალითად, იმ პროგრამებში, რომლებიც მის დროს განხორციელდა და ყველა იმ ბენეფიტის შექმნაში, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ.

ეს გადაწყვეტილება თუ მიღებული იქნება, ეს არ ნიშნავს თავისთავად, რომ ყველაფერი შესაძლოა ერთ დღეს დასრულდეს. პირიქით ბატონი დავითი იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილებას დაველოდოთ" - განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.


bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ მიდის სერგეენკო და რა დაუწუნა მას მთავრობის მეთაურმა, მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.

„დაველოდოთ განცხადებას. ამის შემდეგ შესაძლებელია დეტალურად კომენტარები და შემდეგ გეგმებზე საუბარი“ - განმარტა ბატიაშვილმა.

საუბრის ბოლოს განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის გუნდში ის სხვა საკადრო ცვლილებებს არ ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები