მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერჟ სარგსიანი მზად არის, სომხეთის პრემიერის პოსტი დატოვოს

5adcc1bfacc25
BM.GE
22.04.18 21:05
3201
სომხეთის პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ არჩეული პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი აცხადებს, რომ პრემიერის თანამდებობაზე მისი არჩევა განპირობებული იყო რეგიონში არსებული რთული ვითარებით, რომელსაც უამრავი გამოწვევა ახლავს; ასევე, მთიანი ყარაბაღის პრობლემის ღირსეული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად.

"ჩემი აზრით, ეს გამოწვევები მოგვარებადია და ამის შემდეგ მმართველობაში შეიძლება მოვიდნენ სხვა მოღვაწეებიც, მათ შორის ახალგაზრდების ფონდი “ლუისი”-ს წარმომადგენლებიც ამ მხრივ დიდ პოტენციალს წარმოადგენს”, - აცხადებს სომხეთის პრემიერ მინისტრი სარგსიანი საგანმანათლებლო ფონდის “ლუისი” წვევამდელთა ღია წერილზე პასუხად, რომელთაც კრიტიკული ღია მოწოდებით მიმართეს პრემიერ მინისტრს.

შეგახსენებთ, 13 აპრილიდან ერევანში საპროტესტო გამოსვლები და დემონტსრაციები იმართება პრემიერ მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის დანიშვნასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები