მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Servisebi.ge-N1 პლატფორმა მომსახურების სფეროში

სერვისები
06.03.24 12:28
499

„ყველა მომსახურება ერთ სივრცეში“ ეს იმ კომპანიის ლოზუნგია, რომელმაც საქართველოში არსებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში გააერთიანა.

ვებგვერდი SERVISEBI.GE 2018 წლიდან აკავშირებს მომხმარებლებს და შემსრულებლებს ერთმანეთთან. პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და გაუმარტივოს თანამშრომლობა, როგორც დამკვეთს, ასევე შემსრულებელს.

100 000-ზე მეტი ვიზიტორი ყოველთვიურად სასურველ მომსახურებას 400 კატეგორიიდან ირჩევს. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მომსახურების მრავალფეროვანი შეთავაზებები ერთ სივრცეში მოიძიონ.

ვებგვერდი მოიცავს პროფესიონალების შეთავაზებებს მომსახურების ყველა სფეროში, საქართველოს ყველა ქალაქში, იქნება ეს მშენებლობა/რემონტი, ავტო სერვისი, განათლება, იურიდიული და ფინანსური მომსახურება, დასუფთავავება თუ სხვა.

Servisebi.ge-ის შექმნის იდეა 2018 წელს გაჩნდა, როდესაც ქართულ ბაზარზე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც შეძლებდით საჭირო მომსახურების მოძიებას პროფესიონალი შემსრულებლისგან.

„შექმნის იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ გვსურდა გაგვემარტივებინა კომუნიკაციები მომსახურების სფეროში, დავხმარებოდით დამკვეთებს მარტივად ეპოვათ სასურველი სპეციალისტი, ხოლო შემსრულებლებს ჰქონოდათ კონკურენტუნარიანი გარემო შეთავაზებების გამოსაქვეყნებლად. კომპანიის ერთ ერთი მთავარი მიზანი იყო გაგკვეკონტროლებინა მომსახურების ხარისხი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით და მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა საუკეთესო სპეციალისტები. შედეგად მივიღეთ მარტივი, კომფორტული და ფინანსურად მოსახერხებელი პლატფორმა შუამავლების გარეშე.“ - ვალერი ხარიტონაშვილი, ვებგვერდის თანადამფუძნებელი.

სხვადასხვა შემსრულებლების ათასობით აქტიური განცხადება ყველა მომსახურების სფეროს მოიცავს. შეთავაზებები განთავსებულია როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომპანიების მხრიდან, მომსახურების პირობების, ფასის, კვალიფიკაციის,

მდებარეობის, ფოტო-ვიდეო მასალის და სხვა საჭირო ინფორმაციის მითითებით, რაც დამკვეთისთვის შერჩევის პროცესს ბევრად ამარტივებს.

ყველა განცხადებას თან ერთვის მისი ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია, იმისთვის რომ დამკვეთი მარტივად დაუკავშირდეს შერჩეულ შემსრულებელს და შეუთანხმდეს მომსახურების დეტალებზე.

მომსახურების სფეროში რთულია მოიძიო ისეთი შემსრულებელი, ვინც ხარისხიანად, დათქმულ დროს შეასრულებს თავის საქმეს და ექნება კარგი კომუნიკაცია. სწორედ ამ მიზნით, ვებგვერდმა დაამატა შეფასების სისტემა ყველა განცხადებაზე. დამკვეთები ინდივიდუალურად აფასებენ განცხადებებს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აფასებენ ვარსკვლავებით და აფიქსირებენ კომენტარს მიღებულ სერვისზე. მსგავსად დაწერილი რეალური შეფასებები შემდგომში სხვა დამკვეთებს ეხმარება შეარჩიონ საუკეთესოთაგან საუკეთესო.

რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად servisebi.ge #1 ვებგვერდი გახდა სერვისების მიმართულებით, 50 000 შემსრულებლით, ათასობით კმაყოფილი დამკვეთით, 100 000 ზე მეტი ყოველთვიური ვიზიტორით, მოწინავე პოზიციებით საძიებო სისტემებში და 3000ზე მეტი აქტიური შეთავაზებით.

ვებგვერდი მუდმივად ითვალისწინებ მომხმარებლების ინტერესებს და არც 2024 წელი იქნება გამონაკლისი, პლატფორმა წლის განმავლობაში უამრავ საინტერესო სიახლეს გვპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები