მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს - როგორია შედეგები?

232

სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი.

აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობენ.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამით, რძის გადამმუშავებელი საწარმოების შემოწმება პრიორიტეტია და სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 4000-მდე სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 40-მდე არარეგისტრირებული საწარმო",- აღნიშნავენ სააგენტოში.

სეს-ის ცნობითვე, ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სანაყინეებშიც, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს რამდენიმე არარეგისტრირებული სანაყინე, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები