მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს: "ეტიკეტირების ახალ რეგლამენტში ცვლილება არ შესულა"

5c59a4dd5359a
ელენე გოგბერაშვილი
05.02.19 19:19
1091
პროდუქციის ეტიკეტირების ახალი წესი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ბიზნესის მოთხოვნით ის 6 თვით გადავადდა.

კერძო სექტორი ამბობს, რომ ამ პერიოდში ცვლილება შევიდა რეგლამენტში, კონკრეტულად სავალდებულო გახდა პროდუქციის ეტიკეტზე დამზადების თარიღის მითითება, რასაც დადგენილების პირვანდელი ვერსია არ ითვალისწინებდა. შედეგად ბიზნესს უკვე დამზადებული ეტიკეტის მორიგი ცვლილება მოუწევს.

ბიზნესის განცხადებებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს და განმარტეს, რომ რეგლამენტში შესული ცვლილებები, რაც ბიზნესისთვის ახალი მოთხოვნების დაწესებას და ეტიკეტების ცვლილებას გამოიწვევდა, არ შესულა.

“31 ოქტომბერს შესული ცვლილებით არაფერი სიახლე და ზედმეტი ბიზნესისთვის არ დამატებულა. ახლა მოქმედი, რაც არის ეტიკეტირების 441-ე დადგენილება, ბიზნესი ისედაც ვალდებული იყო დამზადების თარიღის ველი მიეთითებინა სურსათზე.

ოქტომბერში შესული ცვლილებით მათ დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი უნდა მიუთითონ, რომელიც ისედაც ეთითება აქ წარმოებულ სურსათსაც და იმპორტირებულ სურსათსაც.

დანარჩენი სახის ცვლილებები არის ტექნიკური, რომლითაც უფრო მეტად დაზუსტდა რიგი პუნქტები 301-ე დადგენილებაში. ამ გადაადგილებით ახალი ეტიკეტის დამზადება არ მოუწევდა ბიზნესს იმიტომ, რომ დღესაც რომ გავიდეთ, ბაზარზე განთავსებულ სურსათზე ყველაზე უნდა იყოს დამზადების თარიღი მითითებული”,-განმარტავს მარიამ გორდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ეტიკეტირების ახალ რეგლამენტში მორიგ ცვლილებებზე არამარტო ცალკეული ბიზნესის წარმომადგენლები, არამედ ბიზნესომბუდსმენიც საუბრობს.

2018 წლის 31 ოქტომბრის #519 დადგენილების საფუძველზე ტექნკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რამაც ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა ბიზნესსექტორი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა 6-თვიანი ვადა მოსამზადებლად, ამ 6-თვიან პერიოდში მოხდა კიდევ ერთი ცვლილება, რომელმაც პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა გონივრული ვადის პრონციპები. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ეტიკეტები დაბეჭდილი, რომლის შეცვლა გამოწვევს ბაზრის რყევას“, - აცხადებს „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები