მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ის გაფრთხილება: სააგენტომ ბავშვთა საკვებ Picot-სთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან - Picot-სთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან - Picot-სთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. ამის შესახებ სეს-ი იტყობინება.

"იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების - Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280, სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს!", - იტყობინება სეს-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები