სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2018 წელს იანვრიდან-ივლისის ჩათვლით ინსპექტირება 5967 ბიზნესოპერატორთან განხორციელდა, საიდანაც 2665 გეგმიური, ხოლო 401 არაგეგმიური ინსპეტირება იყო. ამასთან, არაგეგმიური ინსპექტირება აღიარების მინიჭების მიზნით -118 შემთხვევაში განხორციელდა და გადამოწმდა 3121 ბიზნესოპერატორი.
2018 წლის 6 თვეში 3923 დოკუმენტური შემოწმება საზოგადოებრივი კვების იბიექტებში, საბავშვო ბაგა-ბაღების სამზარეულოებსა და სკოლის ბუფეტებში, სასურსათო მაღაზიებსა და მარკეტებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სურსათის მწარმოებელ სხვა ბიზნესოპერატორებთან განხორციელდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილ შეუსაბამობებსა და დარღვევებზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად, 1418 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ამასთან, როგორც სეს-ში აცხადებენ, მეორადი დაჯარიმების რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია.