მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

არალეგალური სასაკლაო

სურსათის ეროვნული სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

უწყების ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო.

„მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.

კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები