მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა ნახევარფაბრიკატების საწარმო "მადა" დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

5c7551be161c3
თელარა გელანტია
26.02.19 18:47
1660
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა.

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ.

„გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს „მადას“ იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის მე-3 მ/რ-ნი, ხოლო ფაქტობრივი მისამართია - დიდი დიღომი, ნაკვეთი N8.

აღნიშნულ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები