მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

5a7da1538e665
BM.GE
09.02.18 17:23
1018
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხორცის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

დოკუმენტური შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. სააგენტოს ინსპექტორებმა 400 კგ ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეს დაევალა ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება - აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები