სეს-მა "თაღლაურაში" კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რომელიც გამწოვ სისტემასთან იყო დაკავშირებული. ობიექტმა პრობლემა რამდენიმე საათში მოაგვარა და შესაბამისად, "თაღლაურამ" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. ობიექტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1000 ლარით დააჯარიმა.
თაღლაურას იურიდიული სახელი შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანია”, რომლის 100% –იანი მესაკუთრე შპს “ვ.დ.კაპიტალია”, ამ უკანასკნელის ერთადერთი დამფუძნებელი კი ვანო სტურუაა.
საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ვანო სტურუა პარალელურად კიდევ 14 კომპანიის მეწილეა. ესენია: შპს” ბილდია”,“თრეიდ გრუპ” , “ რესტორან მენეჯმენტ კომპანი”, “ხაშმის მარანი”. “ RESTO”, “ვ.დ.დეველოპმენტი”,“მაჭახელა-სამიკიტნო”, “ ვ.დ. პროდუქტი”, “ ნიუ-იორკ ბურგერი”, “მაჭახელა ჯგუფი”, “ ორთაჭალა +” “ რთველი-2002”, და “ კავკასიის სწრაფი კვების კომპანია“.
ამასთან ის დირექტორის პოზიციას იკავებს კომპანია “აი-ჯენერეიშენი”–ში.
ვანო სტურუა 1999 წლის დეკლარაციის მიხედვით, მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა განყოფილების უფროსად, იმ პერიოდისთვის ფლობდა მხოლოდ ერთ კომპანიას, საიდანაც შემოსავლები არ ერიცხებოდა.
ამასთან კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „ძველი ქალაქი“; „კაფე კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“.

























